ჩეხეთის რესპუბლიკა დიდი ხანია მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტის იდეას, თუმცა ეს პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს იდეას. თუმცა, სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს უნდა მიღწეულ იქნას პირდაპირი მოლაპარაკებებისა და ორივე მხარეს შორის შეთანხმების გზით.
ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელისა და პალესტინის - ორი სახელმწიფოს არსებობის გადაწყვეტა შეთანხმების შედეგი უნდა იყოს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“ სექტემბერში გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას.