უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ პუდაპეშტი უკრაინელებს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის ნაცვლად „სტრატეგიულ თანამშრომლობას“ სთავაზობს, რადგან ომში ჩათრევის შიში აქვთ. ამის შესახებ ორბანი Х-ზე წერს.
ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინას სტრატეგიულ თანამშრომლობას სთავაზობს, რომელიც იქნება „პრაგმატული, მოქნილი და ორმხრივ ინტერესებზე და არა შეუქცევად ინტეგრაციაზე დაფუძნებული“.
„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ომს ევროპის გულში გადაიტანს და ჩვენი ოჯახები ასეთი რისკის წინაშე არ უნდა აღმოჩნდნენ“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ამჟამინდელი დრო მოითხოვს „დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს და არა თეატრალურ მუქარას“.
ორბანმა უკრაინას „ბუფერული სახელმწიფო“ უწოდა.
„დღეს უკრაინის ბედი ისეთია, რომ ის რუსეთს ესაზღვრება, როგორც ბუფერული სახელმწიფო. ჩვენ არ ვართ მზად ასეთი ბედისწერისთვის. უნგრელები უბრალოდ გადაურჩნენ ამას. ცივი ომის დროს ჩვენ ასევე ბუფერული ქვეყანა ვიყავით. ჩვენ საბჭოთა კავშირის ნაწილი არ ვიყავით, მაგრამ საბჭოთა კავშირის დასავლეთ პერიმეტრზე, დასავლური სამყაროს აღმოსავლეთ პერიმეტრზე ვიმყოფებოდით, მაგრამ ბუფერულ,ზონას წარმოვადგენდით. ჩვენ არ გვინდა ამ პოზიციაზე დაბრუნება. უკრაინა ამ სიტუაციაშია. შეიძლება ეს არაკომფორტული იყოს, შეიძლება კარგი არ იყოს და ზოგიერთ ადამიანს ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა სურდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის მისამართის შეცვლა შეუძლებელია“, - თქვა ორბანმა.