აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა აშშ-ის პრეზიდენტი ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცის კაბდიდატურა გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე.
უოლცის კანდიდატურას მხარი კომიტეტის 12-მა წევრმა დაუჭირა, კიდევ 10-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
აღნიშნულია, რომ კენტუკის შტატის რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი იყო ერთადერთი რესპუბლიკელი კანონმდებელი, რომელმაც გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე უოლცის კანდიდატურის წარდგენის წინააღმდეგ გამოვიდა.
მედიის ცნობით, ის ხშირად არ ეთანხმება თავის პარტიას, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, პოსტიდან მაისის დასაწყისში გათავისუფლდა სკანდალის შემდეგ, რომელიც ჟურნალისტის Signal Messenger-ის ჩატში დამატებას ეხებოდა, სადაც იემენზე სამხედრო დარტყმები განიხილებოდა.