ხარკოვში რუსი ოკუპანტების მიერ საავიაციო ბომბებით განხორციელებული დარტყმის შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, რომელთააგან 6 ბავშვია.
ერთი სამოქალაქო საწარმო დარტყმის შედეგად აქტობრივად განადგურდა.
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის ცნობით, დაზარალებულ შევჩენკოს რაიონში შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
წინასწარი მონაცემებით, დაზიანდა 5 საცხოვრებელი კორპუსი, ერთი საზოგადოებრივი მომსახურების შენობა, 32 ავტომობილი
ერთი სამოქალაქო საწარმო, რომელსაც საავიაციო ბომბი მოხვდა, ფაქტობრივად განადგურდა. განგაშის სიგნალის შემდეგ დროული რეაგირების წყალობით, ხალხმა შენობის დატოვება მოასწრო.
რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„სრულიად უაზრო დარტყმები, ყოველგვარი სამხედრო სამიზნის გარეშე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის რუსეთის ერთადერთი სურვილი, გააგრძელოს აგრესია და მკვლელობები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა თავდაცვაში – ძლიერი საჰაერო თავდაცვა, იარაღის წარმოების გაფართოება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სიცოცხლის დაცვას. ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს და მადლიერები ვართ ყველასი, ვინც უკვე მზად არის დახმარებისთვის“, – წერს ზელენსკი.