იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შიგერუ იშიბამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
„იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შიგერუ იშიბამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. იშიბა გადადგომის შესახებ აგვისტოს ბოლომდე გამოაცხადებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შესაბამის განცხადებას მთავრობის მეთაური ამ თვეში გააკეთებს.
კვირას ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატის არჩევნები გაიმართა.
შედეგად, იშიბას ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP) და პარტია „კომეიტოს“ მმართველმა კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა და 248 ადგილიდან მხოლოდ 122 მიიღო.
ოპოზიციამ, პირიქით, მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი წარმომადგენლობა ზედა პალატაში და 126 ადგილი მოიპოვა.
ამგვარად, გასულ შემოდგომაზე ქვედა პალატის არჩევნებში წარუმატებლობისა და იქ უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, მმართველ კოალიციას ახლა მოუწევს მოლაპარაკებების წარმოება და ოპოზიციური პარტიების მოსაზრებების გათვალისწინება.