უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ოთხშაბათს, 23 ივლისს, თურქეთშია დაგეგმილი.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„დღეს რუსტემ უმეროვთან ერთად განვიხილეთ გაცვლის მომზადება და თურქეთში რუსულ მხარესთან კიდევ ერთი შეხვედრა. უმეროვმა განაცხადა, რომ შეხვედრა ოთხშაბათისთვისაა დაგეგმილი. დამატებითი დეტალები ხვალ გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.