ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში ტურისტული კატერი გადაბრუნდა და ჩაიძირა. ბორტზე 53 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტს სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაკარგულად არის მიჩნეული. მხოლოდ 11 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. დაღუპულთა შორის 8 ბავშვია.
მედიის ინფორმაციით, კატერი ძლიერ შტორმში მოყვა და გადაბრუნდა.
იმ დროს, ინციდენტის ადგილას უამინდობა, ძლიერი ქარი, სეტყვა და ელვა იყო.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო დანაყოფები მივიდნენ, მათ შორის სასაზღვრო სამსახური, საზღვაო ძალები, პოლიცია და ათობით გემი.
ვიეტნამის საზღვაო ფლოტმა გაგზავნა სამი გემი, ორი ნავი და 30 სამხედრო მოსამსახურე.
მყვინთავებმა სამძებრო სამუშაოები რთულ პირობებში ჩაატარეს: ძლიერი დინება, ცუდი ხილვადობა და ჩაძირული გემის მასიური კონსტრუქცია ოპერაციებს ართულებდა.
გადარჩენილებს შორის იყვნენ 10 წლის ბიჭი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიღებული, და 14 წლის მოზარდი, რომელიც ნაწილობრივ დატბორილი ქოხის ფანჯრიდან გამოიყვანეს.
კატერის მგზავრების უმეტესობა ჰანოის მკვიდრი იყო, მათ შორის 20-ზე მეტი ბავშვი. ასაკით ყველაზე პატარა მგზავრი მხოლოდ 3 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი - 53-ის.