უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 11 ბავშვი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი X-ზე ავრცელებს.
„უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთის ფედერაციიდან 11 უკრაინელი 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვი დაიბრუნა“, - წერს ანდრეი ერმაკი.
ანდრიი ერმაკმა შუამავლობისთვის კატარს მადლობა გადაუხადა.
„უკრაინა არ გაჩერდება მანამ, სანამ ჩვენი ყველა ბავშვი სახლში არ დაბრუნდება“, - წერს ერმაკი.