უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო აცხადებს, რომ უკრაინაში დრონების წარმოებაში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის შესახებ კიევსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ სვირიდენკომ კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვგეგმავთ აშშ-სთან „დრონების შესახებ შეთანხმების“ გაფორმებას. ჩვენ განვიხილავთ აშშ-ის ინვესტიციებს უკრაინული დრონების წარმოების გაფართოებაში, ანუ ვსაუბრობთ უკრაინული დრონების დიდი პარტიის შეძენაზე“, - განუცხადა სვირიდენკომ Reuterts-ის ჟურნალისტებს.
როგორც სვირიდენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, გარიგების შესახებ გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღეს და მხარეები მის დეტალებზე მსჯელობენ.