თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა გაიმართა.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის უსაფრთხოების ძალების სუვეიდიდან გასვლის შემდეგ დაწყებული შეტაკებები საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს და მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა არ დაარღვიოს სირიის სუვერენიტეტი.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი სირიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ქვეყნის რაც შეიძლება მალე ფეხზე დაყენებას ისახავს მიზნად.
ერდოღანმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ თურქეთი სტამბოლში მოლაპარაკებების ჩატარებას გააგრძელებს მას შემდეგ, რაც მხარეებისთვის შესაფერისი თარიღები დადგინდება.