ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას მიესალმება.
მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომს არ დაასრულებს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ ვურტყამთ რუსეთის ომის მანქანის გულს. მიზანში ვიღებთ მის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორებს და ნავთობის ფასების ახალ დინამიკურ ზედა ზღვარს. ზეწოლა გრძელდება, ვიდრე პუტინი ამ ომს არ დაასრულებს“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.