18 ივლისის ღამეს, დნიპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონზე რუსული დრონის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი Telegram-ზე წერს.
„ღამით რუსეთის არმიამ დრონებით დაბომბა პავლოგრადის რაიონში - ვერბკოვსკაიასა და ბოგდანოვსკაიას თემები. დაიღუპა 52 წლის კაცი. კიდევ ორი, 38 და 40 წლის, დაშავდა,“ - წერს ლისაკი.
ლისაკის თქმით, თავდასხმამ სატრანსპორტო კომპანია დააზიანა და ხანძარი გამოიწვია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
დარტყმების ქვეშ მოექცა სინელნიკოვის რაიონის როზდორსკაიას თემიც, სადაც სატრამსპორტო საშუალებები დაიწვა.
ოკუპანტებმა ნიკოპოლს დრონებით შეუტიეს. ამ თავდასხმის შედეგები ჯერ უცნობია.
ლისაკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 3 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.