Reuters-ის ცნობით, ერაყის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ალ- კუტში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს სულ მცირე 69 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კიდევ 11 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
59 დაღუპულის ვინაობა დადგენილია; ერთის იდენტიფიცირება მძიმე დაზიანების გამო ვერ მოხერხდა.
შესაძლოა, შენობის ნანგრევების ქვეშ ადამიანები ისევ იყვნენ დარჩენილი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი.