უკრაინამ კიდევ 1000 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.
ინფორმაციას უკრაინის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
„რუსული მხარის თქმით, ცხედრები უკრაინის მოქალაქეებს, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით...
სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტულ დაწესებულებებთან ერთად, ჩაატარებენ ყველა საჭირო ექსპერტიზას და დაადგენენ რეპატრირებული ცხედრების იდენტიფიცირებას“, - აღნიშნულია შტაბის ინფორმაციაში.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას 1000 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა, ხოლო უკრაინული მხარისგან რუსეთს 19 რუსი სამხედროს ცხედარი გადაეცა.