გერმანიის მთავრობამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ პირველი Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები გერმანიიდან უკვე უკრაინაში მიემართება.
ამის შესახებ უკრაინული მედია გამოცემა SRF-ზე დაყრდნობით, წერს.
მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა ასეთი მიწოდების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„ვერ დავადასტურებ, რომ ამჟამად [Patriot-ის სისტემები] გერმანიიდან უკრაინისკენ მიემართება, ამის შესახებ არაფერი ვიცი“, - თქვა მან.
ამასთან, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ორშაბათს რამშტაინის შეხვედრა უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე გაიმართება.
შეხვედრის დროს განხილული იქნება Patriot-ის სისტემების უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად მიწოდების გზებისა და საშუალებების ძიება.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Patriot-ის სისტემები გერმანიიდან უკრაინიაში უკვე გაგზავნილია და გზაშია.