რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი დობროპოლია დაბომბეს.
მედიის ინფორმაციით, დობროპოლიის ცენტრში მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს, არის მსხვერპლი და ნგრევა.
ბომბი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ჩავარდა. შენობას მოხვდა, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.
„დარტყმა სავაჭრო ცენტრ «ავრორას“ ტერიტორიაზე ჩავარდა. არიან დაღუპულები და ბევრი დაშავებული. მაშველები, მედიკოსები და სამხედრო ექიმები მუშაობენ - ადგილობრივ საავადმყოფოს ყველას მიღება არ შეუძლია“, - წერს უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი .
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 1 და დაშავდა 21 ადამიანი.
წინასწარი შეფასებით, ცნობილია, რომ დაზიანებულია 54 სავაჭრო ობიექტი, 13 საცხოვრებელი სახლის 304 ბინა და 8 ავტომობილი.