ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე.
„ძლიერი დარტყმები დაიწყო“, – დაწერა ისრაელ კაცმა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ სირიის პრეზიდენტის სასახლის მახლობლად დარტყმა განახორციელეს.
თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.