თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერი სტამბოლის მთავარი პროკურორის მიმართ „მუქარაში“ დამნაშავედ ცნო. ექრემ იმამოღლუს ერთი წლითა და რვა თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
როგორც აღინიშნულია, სასჯელი იმამოღლუს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას არ უკრძალავს.
სტამბოლის მერი, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და განაჩენი ძალაში მანამდე არ შევა, ვიდრე გასაჩივრების ყველა სამართლებრივი საშუალება არ ამოიწურება.
თურქეთში ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, როგორც წესი, ჯარიმებით იცვლება.
თუმცა, იმამოღლუს სხვა სამართლებრივი დევნის წინაშე დგას და არსებობს რისკი, რომ სხვა შემთხვევებში მას პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს.
ექრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მოიაზრება, 19 მარტს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
თურქეთის შემდეგი არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი.