პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვინიცაში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად პოლონეთის ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანია Barlinek დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
„ქარხნის მენეჯერმა ახლახან მაცნობა, რომ ეს იყო განზრახ თავდასხმა სამი მიმართულებიდან, არიან დაშავებულები, მათ შორის ორს მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული. ადგილზე უკრაინის სამსახურები მუშაობენ და ჩვენი საკონსულოს წარმომადგენლებიც იმყოფებიან. პუტინის დანაშაულებრივი ომი ჩვენს საზღვრებს უახლოვდება“, - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.