დღეს, 15 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალი თანამდებობიდან გადადგა. ის ამის შესახებ მან ტელეგრამ-არხზე დაწერა.
„მადლობას ვუხდი ჩვენს დამცველებს, რომლებიც ფრონტს იკავებენ და იცავენ უკრაინას! მადლობა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის!“ - აღნიშნა შმიჰალმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მთელ გუნდს სახელმწიფოს საკეთილდღეოდ გაწეული დაუღალავი შრომისთვის.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრემიერ-პოსტის თანამდებობა იულია სვირიდენკოს შესთავაზა, დენის შმიჰალის კანდიდატურას კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილავს. ამის შესახებ მან 14 ივლისს განაცხადა.