უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკისა და ხერსონის ოლქებში, 12-13 ივლისს, რუსეთის საარტილერიო დაბომბვის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 ადამიანი დაიღუპა.
ხერსონის ოლქში რუსმა სამხედროებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სოციალური ინფრასტრუქტურა დაბომბეს; დაზიანდა რეგიონის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელი ტერიტორიები, კერძოდ, 5 მრავალსართულიანი შენობა და 16 კერძო სახლი.
ოკუპანტებმა ასევე დააზიანეს გაზსადენი, დამხმარე შენობა და ავტომობილები.
რუსულ აგრესიას შაბათს 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა
კვირას, დილით, რუსეთის თავდასხმის შედეგად ხერსონის ორ მცხოვრები დაიჭრა.
ასევე 12 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქის 3 მცხოვრები მოკლეს: სლავიანში, მირნოგრადსა და ბელოზერკში.
რეგიონში კიდევ 7 ადამიანი დაშავდა 24 საათის განმავლობაში: სამი სლავიანში, ორი პოკროვში და თითო-თითო მირნოგრადსა და ვარტოვკაში.