აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა, განაცხადა, რომ ის უკრაინაში ორშაბათს, 14 ივლისს ჩავა.
ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ის კიევში ორშაბათს, 14 ივლისს ჩავა და მისი ვიზიტი ერთი კვირა გაგრძელდება.
„ორშაბათს კიევში ჩავალთ... მთელი კვირა იქ ვიქნებით“, - თქვა მან.
ხუთშაბათს, პირველად, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას შეერთებული შტატების წარმომადგენლები შეუერთდნენ, მათ შორის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გენერალი კიტ კელოგი, სენატორი ლინდი გრემი და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი.
ამასთან, შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორშაბათს რუსეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.