ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ათობით მებრძოლმა იარაღის ჩაბარება დაიწყო. სიმბოლური ცერემონია ერაყის ქურთისტანის რეგიონში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 20-30 ადამიანი მიიღებს. მებრძოლები იარაღის განადგურებას აპირებენ და არა რომელიმე მთავრობისთვის ჩაბარებას.იუწყება Reuters
პროცესი მკაცრი უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
თავისი ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები „ტერორისტულ“ დაჯგუფებად მოიხსენიებდნენ. 1984-დან 2024 წლამდე ქურთებსა და თურქეთს შორის დაპირისპირებას 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1999 წლიდან თურქეთის ციხეში მყოფმა ქურთების ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ თურქეთთან ბრძოლა დასრულდა.