უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ და ევროკავშირი მალე მოხსნიან ყველა დაბრკოლებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გზაზე.
ამის შესახებ ზელენსკიმ ხუთშაბათს რომში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილი კონფერენცია იმართება.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციების საკითხს სენატორებთან ლინდსი გრემთან და რიჩარდ ბლუმენტალთან შეხვედრაზე განიხილავს, რომელიც რომში გაიმართება.
„მოუთმენლად ველი სანქციებთან დაკავშირებით ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრას. ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს ვართ“, - თქვა მან.
ცნობილია, რომ სენატორები გრემი და ბლუმენტალი კონგრესში ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერები არიან, რომლის თანახმად, რუსეთთან ვაჭრობაში მყოფ ქვეყნებს დიდ ტარიფებს დაუწესებს.
ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის მიერ ახალი სანქციების პაკეტის დამტკიცების შეფერხებაზე. მან აღნიშნა, რომ მან ევროკავშირისგან მიიღო გარანტიები, რომ ეს სანქციები დამტკიცდება.
„ჩვენ გვესმის, რატომ არის პაუზა და გვესმის, რომ პაუზა მოიხსნება. ყოველ შემთხვევაში, ევროპა იღებს ამ ვალდებულებებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.