უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე თავდაცვის მოქმედი მინისტრის, რუსტემ უმეროვის კანდიდატურას განიხილავს.
„რაც შეეხება ახალ ელჩს [აშშ-ში], მე ასე ვიტყოდი და მინისტრთა კაბინეტსაც.
გულწრფელად გეტყვით, თუ გადავწყვეტ, და ეს უახლოეს მომავალში მოხდება, რომ აშშ-ში უკრაინის წარმომადგენლად ჩვენი მთავარი ელჩი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი დაინიშნება, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს უკრაინის მთავრობაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს, პირველ რიგში, იმით არის განპირობებული, რომ ყველა გადაწყვეტილება და ბიუჯეტი რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მას სურს ვაშინგტონში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას შეცვლა.
მან აღნიშნა, რომ დაუკავშირდა მას და მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. პრეზიდენტმა დასძინა, რომ სურს, რომ მან უკრაინაში მუშაობა გააგრძელოს.
„ბევრი რამ მასზეა დამოკიდებული. მე ღია ვარ, მსურს, რომ მან უკრაინაში იმუშაოს. თუ ის თავად გადაწყვეტს სხვაგვარად, ეს გზა მისი არჩევანია“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.