უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის დახმარების აღდგენასთან დაკავშირებით „დადებითი სიგნალები“ არსებობს.
ამის შესახებ მან 10 ივლისის რომში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც აღინიშნა, ჟურნალისტებმა სიბიჰას ჰკითხეს, ნამდვილად განაახლა თუ არა აშშ-მა უკრაინისთვის დახმარება. „არსებობს დადებითი სიგნალები“, - უპასუხა სიბიჰამ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პენტაგონმა შეაჩერა უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა, სხვა საფრთხეებისგან დაცვის მიზნით იარაღის დაზოგვის აუცილებლობის მოტივით.
თუმცა, 7 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას იარაღი უნდა გაუგზავნოს, ართა მანთავოს დაცვა შეძლოს.