წარმოუდგენელია საქართველოზე თქვა, რომ კი, მე მინდა საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ მე არ გელაპარაკებით თქვენ. მაშინ, უცნაურია, როგორ შეიძლება ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ მას არ ელაპარაკები. ან იმ ხელისუფლებას არ ელაპარაკები, რომელიც ხალხმა აირჩია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ერთი რამ არის ფაქტი, რომ ძალიან ხშირად ვხედავთ არასწორ სტრატეგიებს და არასწორ მიდგომებს, როდესაც ევროკავშირის პოლიტიკაზეა საუბარი. ბოლო პერიოდში, ზოგადად, რთულია გაიგო რა არის ევროკავშირის პოლიტიკა, თუნდაც რეგიონთან დაკავშირებით და რამდენად არის საფუძვლიანი ის გადაწყვეტილებები, კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მაშინ, როდესაც, მაგალითად, საქმე ეხება საქართველოს. წარმოუდგენელია საქართველოზე თქვა, რომ კი, მე მინდა საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ მე არ გელაპარაკებით თქვენ. მაშინ, უცნაურია, როგორ შეიძლება ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ მას არ ელაპარაკები. ან იმ ხელისუფლებას არ ელაპარაკები, რომელიც ხალხმა აირჩია. ეს რაღაც წარმოუდგენელი რეალობაა, რომ საუბრის, ლაპარაკის გარეშე, დიალოგის გარეშე მოხდეს რაღაც საერთო ინტერესებზე საუბარი. საერთო ინტერესები არის თუ არ არის, კი არის. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე. როგორმე სულ სხვა მიზნებით გამოიყენონ ეს პროცესი, სულ სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ჩვენ ეს ვნახეთ.
ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს შევაჩეროთ სწორედ. ამ მიზნებისთვის არ იყოს ევროინტეგრაცია გამოყენებული და არ დაზიანდეს ეს პროცესი იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, ღრმად მჯერა, რომ საქართველოს და ევროკავშირს გვაქვს საერთო მიზნები, უბრალოდ, ამ მიზნებზე უნდა ვისაუბროთ. საერთო ინტერესებიც გვაქვს და ამაზე უნდა ვისაუბროთ, რაზედაც არ ხდება საუბარი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.