უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9 ივლისს რომის მახლობლად, კასტელ განდოლფოში, პაპის რეზიდენციაში რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას წმინდა საყრდის პრესსამსახური ავრცელებს.
რომის პაპთან აუდიენციის წინ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ლეო XIV-ს მის მიღებაზე დათანხმებისთვის.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მათი შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომი იქნება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვენდობით ვატიკანს, რომ ვატიკანი და მისი უწმინდესობა დაგვეხმარებიან ადგილის გამონახვაში ამ ომის დასასრულებლად მაღალი დონის შეხვედრის ჩასატარებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვატიკანი დახმარებას გაუწევს რუსეთის ფედერაციის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში.
შეხვედრაზე რომის პაპმა დაადასტურა მზადყოფნა, ვატიკანში მოლაპარაკებებისთვის რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მიიღოს.