აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა თეთრი სახლი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ არ გააფრთხილა. ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიის ხუთი თანამოსაუბრე, რომელიც იცნობს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებულ სიტუაციას, აცხადებს, რომ ჰეგსეთმა არ აცნობა თეთრ სახლს უკრაინისთვის იარაღის მიყიდვის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ.
ადმინისტრაციის ერთი მაღალი თანამდებობის პირის და ორი სხვა წყაროს ცნობით, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც არაფერი იცოდნენ და სიტუაციის შესახებ პირველად მედიისგან შეიტყვეს.
წყაროების ცნობით, ეს ერთ წელიწადში მეორე შემთხვევაა, როდესაც ჰეგსეთმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ, რაც შემდეგ მოულოდნელი აღმოჩნდა ეროვნული უსაფრთხოების სხვა წარმომადგენლებისთვის.
სამი წყაროს ცნობით, პირველად ეს თებერვალში მოხდა, შემდეგ კი გადაწყვეტილება სწრაფად გაუქმდა.
შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპმა რომ არ იცის, ვინ გასცა გასულ კვირას ბრძანება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ.
„არ ვიცი, თქვენ მითხარით“, - ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ ვინ გასცა ბრძანება გასულ კვირას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ.