აშშ-ის ტეხასის შტატში 4 ივლისს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
კერის ოლქში დაღუპულთა რიცხვი 109-მდე გაიზარდა, ხოლო 161 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
ამის შესახებ ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამუშაოები გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ყველა დაკარგულ პირს არ იპოვიან.
წყალდიდობა კერის ოლქში უეცარი ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე გვადალუპეს კალაპოტებიდან გადმოსვლის შემდეგ დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კერის ოლქი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.