აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციები „შესაფერის დროს“ მოუხსნას.
„ჩვენ გვაქვს მტკივნეული სანქციები ირანის წინააღმდეგ, ძალიან მტკივნეული. და მსურს, რომ ამ სანქციების მოხსნა შესაბამის დროს შევძლო და მათ აღდგენის შანსი მივცე“, - ამის შესახებ ტრამპმა ორშაბათს, თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, განახორციელებს თუ არა აშშ ირანზე განმეორებით იერიშებს, დონალდ ტრამპის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ეს არ დასჭირდება.
„მათ მშვიდობა სურთ და მე მხარს ვუჭერ ამას. ეს ასე თუ არ იქნება, ჩვენ მზად ვართ, გვსურს და შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობ, არ დაგვჭირდება…
მინდა, ირანი მშვიდობიანი გზით აღდგეს და არ სკანდირებდეს „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი აშშ-ს, სიკვდილი ისრაელს“, როგორც ამას ისინი აკეთებენ“, - განაცხადა ტრამპმა.