საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის 54 წლის დეპუტატმა ოლივიე მარლემ, რომელიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კრიტიკით იყო ცნობილი, თავი მოიკლა.
მედიის ცნობით, ჟანდარმებმა მარლე საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს, განაცხადა ერ-ი-ლუარის პროკურორმა ფრედერიკ შევალიემ,, სადაც გარდაცვლილი პოლიტიკოსი ცხოვრობდა.
შევალიეს თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს.
მარლეს პატივი მიაგეს საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტებმა ნიკოლა სარკოზიმ და ფრანსუა ოლანდმა, ასევე „ეროვნული გაერთიანების“ ფრაქციის ლიდერმა მარინ ლე პენმა.
საფრანგეთის ამჟამინდელმა ლიდერმა ემანუელ მაკრონმაც ასევე პატივი მიაგო დეპუტატს, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა მას და მის პოლიტიკას.