სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანი ბადალიანმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სომხეთში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას ეხება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის რესპუბლიკა ხელახლა ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას.
"მედიაში გავრცელებული გამოგონილი ცნობების პასუხად, სომხეთის რესპუბლიკა იმეორებს თავის პრინციპულ პოზიციას, რომ სომხეთის ტერიტორია ვერ იქნება გამოყენებული მესამე ქვეყნების მიერ მისი [სომხეთის] ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესრულების მიზნით“, – წერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი.
შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა მიერკავკასიის ქვეყნებზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლისთვის სომხეთში, გიუმრის სამხედრო ბაზაზე სამხედროების რაოდენობა გაზარდა.