ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა დაახლოებით 2-საათიანი გამოკითხვის შემდეგ პროკურატურა დატოვა. მაჭავარიანის თქმით, მასთან კითხვები გამომძიებელს ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდათ.
ფინანსთა ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მას ჩორჩანაში საგუშაგოების ჩადგმის შესახებ ინფრომაცია არ ჰქონდა და ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ, ტელევიზიით გაიგო.
"მე განვუმარტე რაც იყო რეალობა. მე ამის შესახებ გავიგე ახლა ტელევიზიიდან რამდენიმე, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. ეს კითხვა როგორანაირადაც არ უნდა დასვათ, მე წარმოდგენა არ მქონია", - განაცხადა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა.