არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
"არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას, რადგან იცის რომ დამნაშავეა.
როცა ერთ ადამიანს იმდენად ეშინია წასვლის, რომ საკუთარ შიშს ძალადობის ინსტრუმენტად აქცევს, ეს არ არის მშვიდობა, ეს არის პანიკური თვითგადარჩენის რეჟიმი.
ეს ძლიერების კი არა, ღრმა სისუსტის ნიშანია. ეს არის ფსიქოლოგიური შიში, პიროვნული კრახი, როცა ხვდები რომ ძალაუფლების გარეშე არავინ ხარ.
ისტორია სავსეა ასეთი მაგალითებით და ყოველთვის ერთნაირად მთავრდება: ხალხის გამარჯვებით!"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.