პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძისა და ნიკა გვარამიას უარი კომისიის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შემდგომი რეაგირებისა და განხილვისთვის პროკურატურას გადაეგზავნება.
აღნიშნულს კომისიის სხდომაზე სათითაოდ უყარეს კენჭი.
მამუკა ხაზარაძემ, გიორგი ვაშაძემ და ნიკა გვარამიამ პენიტენციური დაწესებულებიდან საგამოძიებო კომისიაზე ონლაინ ჩართვაზე უარი განაცხადეს.