25 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7248 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.20 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1619 ლარი გახდა.
0.16 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.7063 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.85 თეთრი შეადგინა.