უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეხვედრის დროს მხარეებმა შეაფასეს შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები და განიხილეს „დიპლომატიური სამუშაო რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად“.
„განვიხილეთ ჩვენი საჰაერო ფლოტის დამატებითი „მირაჟებით“ გაფართოების შესაძლებლობა, საბრძოლო დრონების ერთობლივი წარმოება და ინვესტიციები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ლიდერებმა ასევე განიხილეს ე.წ. მსურველთა კოალიციის განვითარების საკითხი.
უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ ნატო-ს სამიტისგან მხარეები ელოდებიან რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას.