ბადრი ჯაფარიძეს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე აქვს ხელი მოწერილი, მისი სახელი ოქროს ასოებით წერია თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს ისტორიაში, ამ კლოუნადის სახელი ისტორიის რომელ სანაგვეზე აღმოჩნდება, მხოლოდ დროის ამბავია - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელინ სოციალურ ქსელში წერს.
თინა ხიდაშელი ეხმიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს.
„Badri Japaridze • ბადრი ჯაფარიძე დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე აქვს ხელი მოწერილი. მისი სახელი ოქროს ასოებით წერია თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს ისტორიაში.
აი ამ კლოუნადის სახელი ისტორიის რომელ სანაგვეზე აღმოჩნდება მხოლოდ დროის ამბავია
რეჟიმის ტყვეობა ზოგჯერ ხარკია რომლის გადახდაც გარდაუვალი ხდება თავისუფლების გზაზე.
ზურა, მამუკა და ბადრი, ისევე როგორც ყველა ვინც ხვალ და ზეგ მათთან ერთად ამ ტვირთს გაიზიარებს მაგრად იქნებიან, მთავარია ჩვენ როგორ ვიქნებით ვინც გარეთ ვართ, როგორ მოვიქცევით, როგორ ვაჯობებთ რეჟიმს“, - წერსთინა ხიდაშელი.