ნიშნის მოგების გარეშე, გულწრფელად გეკითხებით, დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირებით, ამ საგარეო პოლიტიკით რა მშვიდობა და უსაფრთხოება მოგაქვთ საქართველოსთვის? ვის გზას გვაყოლებთ? მკვდრების? გაკოტრებული რეჟიმების?, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.
მისი თქმით, საქართველოში დასავლეთი მტრად არის გამოცხადებული.
„თეირანის იმ დარბაზში, სადაც ირაკლი კობახიძე იჯდა სკანდირებდნენ „სიკვდილი ამერიკას!“
დღეს მის გვერდით მსხდომთაგან უმრავლესობა ან გარდაცვლილია, ან მიწისქვეშა ბუნკერებში იმალება.
ნიშნის მოგების გარეშე, გულწრფელად გეკითხებით, დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირებით, ამ საგარეო პოლიტიკით რა მშვიდობა და უსაფრთხოება მოგაქვთ საქართველოსთვის? ვის გზას გვაყოლებთ? მკვდრების? გაკოტრებული რეჟიმების?
თუ თქვენი არჩევანია იდგეთ იმ ღერძზე, რომელიც ერთდროულად ებრძვის დასავლეთს, უკრაინას, საკუთარ ხალხს და თავისუფლებას, მაშინ თქვით პირდაპირ.
ლუკაშენკომაც კი იგრძნო, საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის ლიდერებს და თქვენ რას აკეთებთ?
ლიდერები და თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები ისევ ციხეში არიან; კრიტიკა ითვლება დანაშაულად; დასავლეთი გამოცხადებულია მტრად.
მართლა სად ჯანდაბაში მიათრევთ ამ ქვეყანას? ვინ მოგცათ უფლება, საქართველოს მომავალი დაბლოკოთ და თქვენს ბნელ გარიგებებს გადააყოლოთ ქვეყანა?
რას იმალებით? გამოდით. თქვით ღიად სად ხართ.
დასავლეთის პარტნიორი ხართ?
თუ ისევ არარსებულ საფრთხეებს ებრძვით, რომ პასუხისმგებლობა აირიდოთ?“, - წერს პაატა მანჯგალაძე.