ჩვენი, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სურვილია, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, ყველა ველოდებით საქართველოს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ძალიან მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით კითხვის განუცხადა.
„ჩვენი, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სურვილია, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2023 წლის დეკემბერში. ჩვენ, ყველა ველოდებით საქართველოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან მკაფიო კრიტერიუმების საფუძველზე. ეს კრიტერიუმები ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ რეფორმებს და სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველო არ უახლოვდება ევროკავშირის წევრობას, ის შორდება მას და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ რა მომავალი სურთ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.