შვედეთის ქალაქ გეტებორგის ცენტრში ტრამვაი კვების ობიექტის დახლს შეეჯახა. დაშავდა შვიდი ადამიანი.
მედიის ცნობით, ავარიამ ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა მნიშვნელოვნად შეაფერხა.
აგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ტრამვაიმ დიდი სიჩქარით შეუხვია და პიცერიაში შევარდა.
ადგილზე რამდენიმე სამაშველო სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი მივიდა.
შვიდი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ტრამვაის მძღოლი. სხვა დაშავებულები ტრამვაიში, ტროტუარზე და პიცერიაში იმყოფებოდნენ.
პოლიციამ წინასწარი გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლებით დაიწყო.