ხომალდების დამრტყმელი ჯგუფი ავიამზიდ USS Gerald R. Ford-ის ხელმძღვანელობით, მომავალ კვირას ისრაელის სიახლოვეს, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ გადაინაცვლებს. ამის შესახებ CNN იუწყება.
ამ ავიაზიდების ჯგუფის განლაგება, სავარაუდოდ, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ისრაელის მახლობლად, ირანთან კონფლიქტის ესკალაციის გამო მოხდება.
CNN-ის ცნობით, USS Ford-ის განლაგება, რომელიც გასული წლის ბოლოდან იგეგმებოდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ესკალაციის ფონზე.
ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთისკენ კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი მიემართება - ის ან ჩაანაცვლებს USS Carl Vinson-ს, ან შეუერთდება მას.
ავიამზიდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აშშ-ის სამხედრო ძალის დემონსტრირებაში.
მათ შეუძლიათ სწრაფად რეაგირება მოახდინონ კრიზისულ სიტუაციებზე მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში.
ამ კლასის გემებს ათობით გამანადგურებელი გადაჰყავს დარტყმითი ოპერაციებისთვის, შეუძლიათ რაკეტებისა და დრონების ჩაჭრა და თან ახლავს საბრძოლო ხომალდები ჰაერიდან, ზღვის ზედაპირიდან და ზღვის სიღრმედან მომავალი საფრთხეებისგან თავის დასაცავად.
ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღიად დატოვა საკითხი ირანის სამიზნეებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებში აშშ-ის პოტენციური მონაწილეობის შესახებ.