ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის განცხადებით, მათ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად მიიღეს შეტყობინება, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები გადასცენ.
როგორც ნინო ევგენიძემ არასამთავროების ორგანიზაციების მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, არ აპირებს, რომ “რუსულ კანონებს” დაემორჩილოს.
“ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ. არ ვაპირებთ, რომ რუსულ კანონებს დავემორჩილოთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ამ ქვეყნის თავისუფლება, სწორედ ჩვენი თაობის დასაცავია. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება ამ გზაზე გვემუქრებოდეს”, - განაცხადა ნინო ევგენიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ „რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო“. მათი ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. მესამე სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი ამ ბრძანებების წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავენ, რადგან „რუსული კანონებით ცხოვრებას არ აპირებენ“.