აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელთაბ ერთად ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს განიხილავს. ამის შესახებ Axios სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა შესაძლოა იერიში მიიტანონ ფორდოს მიწისქვეშა ურანის გამდიდრების ქარხანაზე, რომელიც ქალაქ ყუმთან ახლოს, თეირანიდან დაახლოებით 160 კილომეტრში მდებარეობს.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ სრული და ტოტალური კონტროლი აქვთ ირანის ცაზე.
„ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. სულიერი ლიდერი. ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდ არის – ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ახლა არა, მაგრამ არ გვინდა, რომ რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობას ან ამერიკელ ჯარისკაცებს ესროლონ. ჩვენი მოთმინება იწურება. უპირობო დანებება”, - დაწერა ტრამპმა.