საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთს არ შეუძლია, იყოს შუამავალი ისრაელისა და ირანის კონფლიქტში. ასეთი მოსაზრება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გრენლანდიაში ვიზიტისას გამოთქვა.
"არ მჯერა, რომ რუსეთი, რომელიც ამჟამად მაღალი ინტენსივობის ომშია ჩართული და რომელმაც რამდენიმე წელია უარი თქვა გაეროს ქარტიის პატივისცემაზე, შეიძლება მედიატორი იყოს". - თქვა მაკრონმა.
15 ივნისს ABC News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავდა ისრაელსა და ირანს შორის ვლადიმერ პუტინის შუამავლობის შესაძლებლობას.