15 ივნისის საღამოდან, რუსებმა უკრაინას "შაჰედის" ტიპის 138 უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის დრონებით შეუტიეს, 125 დრონი გაანეიტრალეს, თუმცა 10 ლოკაციაზე დარტყმები დაფიქსირდა.
„8:00 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით, სამხრეთით და ცენტრალურ ნაწილში გაანეიტრალა 125 მტრის Shahed ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი (სხვა ტიპის დრონები). 84 ჩამოაგდეს ცეცხლსასროლი იარაღით, 41 კი დაიკარგა', - აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციაში.
საჰაერო ძალებმა აღნიშნეს, რომ დარტყმები 10 ადგილას დაფიქსირდა, ხოლო ჩამოგდებული სამიზნეების ნამსხვრევები კიდევ რვა ადგილას ჩაცვივდა.
რუსებმა შეტევა განახორციელეს რუსეთის ქალაქების - ბრიანსკის, კურსკის, ორიოლისა და შატალოვოს მიმართულებებიდან. შეტევის ძირითადი მიმართულება დონეცკის ოლქი იყო.
„საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონულმა საბრძოლო დანაყოფებმა და უპილოტო სისტემებმა, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა“, - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.