ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ, განაცხადა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო და საკონსულო ორშაბათს დაკეტილი იქნება ისრაელსა და ირანს შორის ღამით განხორციელებული საჰაერო დარტყმების შემდეგ.
მან განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად საელჩოს თელ-ავივის ოფისთან მცირე ზიანი დაფიქსირდა.
„ჩვენი აშშ-ის საელჩო ისრაელში და საკონსულო დღეს ოფიციალურად დაკეტილი დარჩება, რადგან ძალაში რჩება ადგილზე თავშესაფარში გადასვლის ბრძანება. ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად საელჩოს თელ-ავივის ფილიალთან ახლოს მცირე ზიანი დაფიქსირდა, თუმცა აშშ-ის პერსონალი არ დაშავებულა“, - წერს ელჩი Х-ზე.
შეგახსენებთ, ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული ბოლო სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა.