ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, ირანის თეირანის პროვინციაში 78 ადამიანი დაიღუპა და 329 დაშავდა. ინფორმაციას ურანული სააგენტო Fars ავრცელებს.
Fars აღნიშნავს, რომ ეს „არაოფიციალური მონაცემებია“.
ირანის ხელისუფლებამ ამ დრომდე არ გამოაქვეყნა ისრაელის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული იერიშების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობა.
ამასთან, Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 20 ირანელი მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა.