ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია, წლების წინ, ნასამართლევია.
საძაგლიშვილის თქმით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, საუბარია სამსახურებრივ გულგრილობაზე, რაც სავარაუდოდ, დაახლოებით 19 წლის წინ მოხდა.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია სამსახურებრივ დანაშაულზე წლების წინ ნასამართლევია და ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია, რადგან მას მინიმალური საშუალებაც კი არ ექნება, რომ პოლიტიკური ხელისუფლებიდან წამოსული მითითებების შესრულებას წინააღმდეგობა გაუწიოს. ჯვებე ნაჭყებია უბრალოდ იყო პოლიტიკური ნების უსიტყვო შემსრულებელი.
მორჩილება ცხადია, მხოლოდ ნდობაზე არ არის დაფუძნებული. უფრო სწორად, ყველაზე კარგი მათთვის არის მაშინ, როცა გარდა ნდობისა, არსებობს ბერკეტი, რომელიც საშუალებას გაძლევს ყურებით გყავდეს დაჭერილი ადამიანი და რაც არ უნდა უკანონო ბრძანება გასცე, მას არ ექნება წინააღმდეგობის გაწევსი შესაძლებლობა"- განუცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს.